logo_geo
eng_logo
პოდოლიაკი Washington Post-ის სტატიაზე: დასავლეთის დედაქალაქებში საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს, თითქოს უკრაინა არაგონივრული, ინფანტილური და იმპულსური სახელმწიფოა
- +

25 აპრილი. 2023. 00:58

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ გაზეთ The Washington Post-ის სტატია, რომელშიც საუბარია უკრაინის მიერ ომის წლისთავზე რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი დარტყმების შესახებ, საზოგადოებას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინა ინფანტილური და იმპულსური სახელმწიფოა, რომლის ნდობაც არ შეიძლება.

„ჩვენ ყველა ვხედავთ უცნაურ მედია სენსაციას... „ომის წლისთავზე უკრაინა გეგმავდა მოსკოვზე დარტყმას ყველაფრით, რაც ჰქონდა, მაგრამ მისმა პარტნიორებმა შეაცვლევინეს გადაწყვეტილება“, - წერს ცნობილი ამერიკული მედია. რა თქმა უნდა, დეტალებისა და ლოგიკის გარეშე. ასე რომ, მე მაქვს მარტივი კითხვა. რაში გვჭირდებოდა ამის გაკეთება? რა ამოცანას გადაჭრიდა ასეთი ერთჯერადი მოქმედება? შეცვლიდა თუ არა ეს ომის მიმდინარეობას?“ - დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე.

„ასე რომ, ასეთი პუბლიკაციები, „ანონიმური წყაროების“ სავალდებულო მითითებით, მხოლოდ ერთ კატასტროფულ ფუნქციას ასრულებენ: დასავლეთის დედაქალაქებში საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს, თითქოს უკრაინა არაგონივრული, ინფანტილური და იმპულსური სახელმწიფოა, რომლისთვისაც სერიოზული იარაღის ნდობა სახიფათოა“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner