"სახელმწიფოს, არც პარლამენტს, არც მთავრობას არასდროს უთქვამს, რომ ამ პრეპარატის [„ვოსორიტიდი“] შემომტანები არ ვართო. პირიქით, ვამბობთ, რომ ამ მედიკამენტის შემომტანები ვართ, ოღონდ გვჭირდება დრო, რომ დავადასტუროთ ამ წამლის ეფექტურობა, საჭიროება და ნაკლები ზიანი ჩვენი შვილებისთვის, დრო ტყუილად არ იკარგება "- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ განაცხადა.
„დაუშვებელია რაიმე პოლიტიკური სარჩულის დადება ამ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საკითხთან, პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ და პოლიტიკური ქულების დაწერა. არაფერში წერია მათი [რადიკალური ოპოზიციის] ასეთი ქმედებები“, - აღნიშნავს ლომინაძე.