logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე - შექმნილ ვითარებაში დიდი უზნეობაა, როდესაც განცხადებებს პოლიტიკური ტრიბუნიდან აკეთებ
- +

24 აპრილი. 2023. 20:30

"ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში დიდი უზნეობაა, განცხადებების პოლიტიკური ტრიბუნიდან გაკეთება.

„იმდენად ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება ამ მშობლების უბედურების ხარჯზე, რომ ვურჩევდი ჩემ თავსაც და სხვებსაც, პოლიტიკოსებს და არაპროფესიონალ ადამიანებს, საერთოდ თავი დაანებონ განცხადებების გაკეთებას, თუ არ აქვთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს მედიკამენტი. მკურნალობის პროტოკოლის გარეშე ადამიანის მკურნალობა არ შეიძლება. შექმნილ ვითარებაში დიდი უზნეობაა, როდესაც განცხადებებს აკეთებ პოლიტიკური ტრიბუნიდან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner