logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას
- +

24 აპრილი. 2023. 21:06

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კითხვაზე, რატომ ხდება მიზანმიმართული ბრძოლა ახალი თავმჯდომარის პირობებში მელიას ფლანგის წინააღმდეგ, ბითაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული სიტუაცია ვერც ახლა და ვერც მანამდე გაიგო. თუმცა, მისივე თქმით, ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი ებრძვის საქართველოს.

„გულწრფელად ვიტყვი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება ვერც ადრე გავიგე და ვერც ახლა. ერთი ვიცი, რომ ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი ებრძვის საქართველოს, ეს არის ერთმნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ებრძვიან ერთმანეთს შიგნით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობების შეფერებისა და ამომრჩევლის მხრიდან მანდატის განხორციელების უნარი არ აქვთ, არამედ ერთმანეთთან კომუნიკაციის უნარიც არ აქვთ. შესაბამისად თავს შევიკავებ არასერიოზულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებაზე. ერთს ვიტყვი, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას.“- განაცხადა მაია ბითაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner