logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
- +

24 აპრილი. 2023. 21:58

ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საჭიროა მეტი რეფორმებიც, რადგან წლის ბოლოს ევროკავშირის დღეის წესრიგში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დგას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში განაცხადა.

მისი თქმით, სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გაიმართა შეხვედრა.

„დღევანდელი სხდომის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს იყო მნიშვნელოვანი, რათა საქართველოს ევროპული პერსპექტივის ისტორიული შესაძლებლობა და დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებები განგვეხილა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საჭიროა მეტი რეფორმებიც, რადგან წლის ბოლოს ევროკავშირის დღეის წესრიგში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დგას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ლუქსემბურგის ევროპის საკონფერენციო ცენტრში, დღეს ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი შეიკრიბა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ამ სხდომაზე სპეციალური სტუმარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner