logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ
- +

1 სექტემბერი. 2016. 21:37



„არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით, კონკურენტი არ გვყავს. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში",- ასე აფასებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „პრაიმტაიმთან" საუბრისას.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ქართულ ოცნებასთან" ერთად 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს გააჩნია, თუმცა უმრავლესობას მმართველი გუნდი მოიპოვებს.


„არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით, კონკურენტი არ გვყავს. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ჩვენს საარჩევნო შედეგს რამენაირად მიუახლოვდეს. გამარჯვების თვალსაზრისით კონკურენტი არ გვყავს, ჩვენი ამოცანა გახლავთ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მიღება, ანუ ხმათა 50%-ზე მეტის მიღება. ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ზოგადად, რა თქმა უნდა, როცა ხარ კონკურენციაში, ყველა ოპონენტის რესურსი სათანადოდ უნდა დააფასო და ამას ჩვენ, ბუნებრივია, გავაკეთებთ. არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. მათ შორის ეს არის „ნაციონალური მოძრაობაც". მათაც აქვთ ბარიერის გადალახვის სერიოზული რესურსი, არის კიდევ რამდენიმე პარტია და ისინი არიან ჩვენი კონკურენტები.

დარწმუნებული ვარ, რომ  ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორი აღარ იქნება",- განაცხადა კობახიძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner