logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ თავისი ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში
- +

25 აპრილი. 2023. 00:26

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ თავისი ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში.

„უკრაინა დღეს მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას ატარებს. თუ აგრესორს დავაყენებთ იმ ადგილას, რომელიცფ მას ეკუთვნის - საკუთარ ტერიტორიაზე, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი მაგალითი ყველა სხვა აგრესორისთვის, თუ როგორ არ უნდა დაიწყოს მსოფლიოში რაიმე აგრესია.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვიანებით [ომის დასრულებისთანავე] უკრაინამ დაიკავოს თავისი ადგილი, ღირსეული ადგილი მსოფლიოს, ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, სადაც ჩვენს აზრს მოისმენენ. იმიტომ რომ ბევრი რამ გავაკეთეთ. ვფიქრობ, ჩვენი ცოდნა ძალიან ღირებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოს დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner