logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ცდილობენ ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ, რადგან იმ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის საპირისპირო პროცესების კალაპოტში გადაიყვანა საქართველო
- +

24 აპრილი. 2023. 22:17

აღებული აქვთ ჩვენი წარმატებული სფეროები, რომელთაც ეღირსათ განვითარება, ხაზს ვუსვამ, ეს არის მუსიკა, სპორტი, კულტურა. მაგალითად, ურტყამენ ელისო ბოლქვაძეს, ლაშა ტალახაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას. სფერო არ დარჩა, სადაც კი ქართველმა გენიამ არ იფეთქა, ამ სტაბილურობის და სამშვიდობო პერიოდში განვითარდა, ყველას ურტყამენ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მათ არ სჭირდებათ ავტორიტეტები“- ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა

მისი თქმით, ახალგაზრდებმა უნდა გაიგონ, რომ ადამიანები რომლებიც თავს ესხმიან წარმატებულ ქართველებს, -ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ განათლებული და წარმატებული ადამიანის დამონება და მართვა ძალიან ძნელია

„ხალხის ძალის“ დღევანდელი წერილის დარტყმის ეპიცენტრში იყო უპირობო ავტორიტეტი მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ამ ავტორიტეტს ურტყამენ? -ურტყამენ ჩვენი წარსულის ავტორიტეტებს. უკვე მერამდენე წელია სამიზნეშია აყვანილი ერეკლე II. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ აღებული აქვთ ჩვენი წარმატებული სფეროები, რომელთაც ეღირსათ განვითარება, ხაზს ვუსვამ, ეს არის მუსიკა, სპორტი, კულტურა. მაგალითად, ურტყამენ ელისო ბოლქვაძეს, ლაშა ტალახაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას. სფერო არ დარჩა, სადაც კი ქართველმა გენიამ არ იფეთქა, ამ სტაბილურობის და სამშვიდობო პერიოდში განვითარდა, ყველას ურტყამენ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მათ არ სჭირდებათ ავტორიტეტები. მათ სჭირდებათ ლაქიები, მაქსიმუმ - დავალების შემსრულებელი აგენტები. დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველო მათ ინტერესებში არ შედის. მათ სჭირდებათ ტერიტორია, ბიო მასით და გენმოდიფიცირებული მოსახლეობით, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეულწილად მიაღწიეს, მაგრამ ნურავის შეექმნება შთაბეჭდილება, რომ დამღუპველი მასშტაბია (არ არის დამღუპველი მასშტაბი). ძალიან ცუდი პროცესია, რომელზეც სამუშაოა და ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ ამ ახალგაზრდობას ავუხსნით, ვინ არიან, სად არიან და ვის გვერდში დგანან. არ შეიძლება შენში ეს ყველაფერი დაიკარგოს. ამ ქვეყანაში დაბადებით, ნათლობით, მეგობრებით, ამ ქალაქში ყოფნით, არ შეიძლება გადაიქცე იმ ბიომასად, იმ რობოტად, რომელსაც ერთი ინსტრუქცია აქვს ჩადებული, რომ ამ ქვეყანას ბოლო მოუღო.

ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება,ახალგაზრდებს მოვეფეროთ, ჩვენს ავტორიტეტებს გვერდში დავუდგეთ. ჩვენი წერილი ზუსტად ის არის, რომ ყველაფერ იმისთვის ცდილობენ ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ, რამაც საპირისპირო პროცესებს ჩაუყარა საფუძველი. აი, იმ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის საპირისპიროდ პროცესების კალაპოტში გადაიყვანა საქართველო“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner