logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ვიზიტს ბრიუსელში ყოველთვის აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან სწორედ ამ დინამიკური ურთიერთობებით კიდევ უფრო ვამყარებთ და ვაძლიერებთ იმ მთავარ გზას, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის მიმართულებით
- +

25 აპრილი. 2023. 11:37

 

 

„საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის 2 მთავარი მიმართულება - ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, სადაც ის ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

 

ვიზიტს ბრიუსელში ყოველთვის აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან სწორედ ამ დინამიკური ურთიერთობებით, შეხვედრებით ჩვენ კიდევ უფრო ვამყარებთ და ვაძლიერებთ იმ მთავარ გზას, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის აქტივობა საგარეო მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ ეს ინტენსიური, დინამიკური ურთიერთობები ძალიან ღირებულ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner