logo_geo
eng_logo
დღეს შალვა პაპუაშვილი პრაღაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
- +

25 აპრილი. 2023. 12:12

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში გრძელდება. პრაღაში საქართველოს დღეს მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

 

ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დღეს კიდევ ერთხელ გამოიყენებს ტრიბუნას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერებს კონფერენციის ფარგლებში მიმართავს.

 

ცალკეულ აუდიენციებზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციაა, რა გააკეთა ქვეყანამ, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი მიიღოს.

 

კონფერენცია გუშინ გაიხსნა. პრაღაში შეკრების მთავარი მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის პოლიტიკური შეფასებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner