logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იდეები აცდენილია არსებულ საჭიროებებს და ერთგვარი უშედეგო ქმედებებია თუნდაც კეზერაშვილის სინდიკატის გამართლებისა
- +

25 აპრილი. 2023. 12:36

 

 

„რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იდეები ვფიქრობ აცდენილია არსებულ საჭიროებებს და და ერთგვარი უშედეგო ქმედებებია თუნდაც კეზერაშვილის სინდიკატის გამართლებისა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ფაქტია, რომ საგამოძიებო თვალსაზრისით კეზერაშვილის საქმეზე მუშაობა ნაყოფიერად მიმდინარეობს.

 

რადიკალური ოპოზიცია საკუთარ თავს სპეკულაციებში ეძებს. რეალურად, აქ მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს პროკურატურას ევროპასთან აქვს და შეფასებები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც უმაღლესი სტანდარტისაა. ფაქტია, რომ ამ მხრივ მუშაობა საგამოძიებო თვალსაზრისით ნაყოფიერად მიმდინარეობს და მომავალში ეს კიდევ უფრო იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს გავიგებთ. რაც შეეხება რადიკალური მოძრაობის ამ ქმედებებსა და იდეებს ვფიქრობ, რომ აცდენილია არსებულ საჭიროებებს და ერთგვარი უშედეგო ქმედებებია თუნდაც კეზერაშვილის სინდიკატის გამართლებისა“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მათი განცხადებით, უნდა გამოვლინდნენ დანაშაულის ორგანიზატორები და მფარველები. გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადება და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან მმართველი პარტიის დაკავშირება „ქართული ოცნებისთვის“ სპეკულაციაა. გახარიას გუნდს საკითხის ინიცირებისთვის, მინიმუმ, 30 დეპუტატის ხელმოწერა, ხოლო კომისიის შესაქმნელად, მინიმუმ, 50 კანონმდებლის მხარდაჭერა სჭირდება.

 

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner