მაკა ბოჭორიშვილი: ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც საუბარი შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს
-
+
25 აპრილი. 2023. 12:48
„ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან., სადაც საუბარი ისევ და ისევ შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა.
„შესაძლებლობა იქნება მონაწილეობა მივიღოთ დებატებში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით გაიმართება და რომელიც დემოკრატიის საკითხებსა და დემოკრატიულ რეფორმებს შეეხება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.