„ასეთი დრამატურგიითა და თანმიმდევრული სცენარით ახდენს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის დივერსიფიკაციას, გლობალური ომის პარტია!“- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და სუდანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, თუ როგორ მივიდა სუდანი ომამდე.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, პოლიტიკაში დამთხვევები არ არსებობს.
„აი, ასეთი დრამატურგიითა და თანმიმდევრული სცენარით ახდენს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის დივერსიფიკაციას, გლობალური ომის პარტია!
რა მოხდება თუ კი საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ წინააღმდეგობას არ გაუწევს სუდანისმაგვარ სცენარს...
წარმოიდგინეთ რა კინო გველოდება წინ!
ქვემოთ იხილეთ სუდანის სამხედრო კონფრონტაციის მარტივი ანატომია.
არანაირი ანალიტიკა, მხოლოდ ფაქტები!
ერთი გავითვალისწინოთ, პოლიტიკაში დამთხვევები არ არსებობს!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.