logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს თანავუგრძნობ და გამოვთქვამ იმედს, რომ საკითხი ბავშვების უპირატესი ინტერესის დაცვის სასარგებლოდ გადაწყდება
- +

25 აპრილი. 2023. 13:13

 

 

გამოვთქვამ იმედს, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საკითხი მათი უპირატესი ინტერესის დაცვის სასარგებლოდ გადაწყდება, მაგრამ არ მესმის იმ პოლოტიკოსების და ცრუ გულშემატკივრების, რომელთა მიზანიც აბსოლუტურად სხვაა -„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, საკითხი კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა დააზუსტონ და სახელმწიფომაც სწორი გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა მიიღოს. პროცესების ქუჩაში გადატანა კი დაუშვებელია.

 

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს თანავუგრძნობ და გამოვთქვამ იმედს, რომ საკითხი ბავშვების უპირატესი ინტერესის დაცვის სასარგებლოდ გადაწყდება, მაგრამ არ მესმის იმ პოლოტიკოსების და ცრუ გულშემატკივრების, რომელთა მიზანიც აბსოლუტურად სხვაა. სამედიცინო საკითხების ქუჩაში გატანა, პირველ რიგში პაციენტებისთვის, სახიფათო ტენდენციად მიმაჩნია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დარგის სპეციალისტებს ყველა ენაცვლება აქვს ამის კომპეტენცია თუ არა. ქუჩიდან ხან დიაგნოზებს უკვეთავენ და ხან მკურნალობას. ერთიც და მეორეც დარგის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა დააზუსტონ და სახელმწიფომაც სწორი გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა მიიღოს. თუკი მათი მხრიდან საჭიროება და მედიკამენტის უსაფრთხოება დასაბუთებული იქნება, გადაწყვეტილებაც სწრაფად უნდა იქნას მიღებული. სხვა ნებისმიერი გზა არასწორი და სარისკო იქნება,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner