კასპის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები იწყება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ჯეო პარკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმებულია. ხელშეკრულების თანახმად გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოეწყობა: საქადაგიანო, სარიბარი, სამთავისი, იგოეთი, ბორტასა და ახალშენა-საკორინთლოში.
გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით მოეწყობა.
სპორტული სივრცის მოწყობის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობაა, რომელიც მუნიციპალიტეტში ერთ ერთი პრიორიტეტია.
2022 წელს გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მუნიციპალიტეტის 8 სოფელში მოწყო.