logo_geo
eng_logo
მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები გრძელდება
- +

25 აპრილი. 2023. 15:30

 

 

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება დაიწყო.

 

მუხიანი 2-ში, სამეგრელოს ქუჩაზე, დაახლოებით, 800 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი ეწყობა, რისთვისაც 601 438 ლარი დაიხარჯება. ამავე მისამართზე 750 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა. მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობის შემდეგ კი,  ორი ფენა ასფალტის საფარი დაახლოებით, 4 400 კვ.მეტრ ფართობზე დაიგება.  სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის 700 000 ლარი დაიხარჯება.

 

აღნიშნულ ქუჩაზე ამ დრომდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner