logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: „რესპუბლიკელების“ ადგილას თავს უხერხულად ვიგრძნობდი
- +

1 სექტემბერი. 2016. 22:51



უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ 2030- თან სტუმრობისას განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია" განიცდის, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიატოვა რაც მათი სურვილი იყო. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.



„რაღაც კომენტარები ბატონმა დავითმაც გააკეთა და მათ ადგილას, თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი. ბატონი ბერძენიშვილები განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა "რეპუბლიკური პარტია" მიატოვა. "ქართულმა ოცნებამ" მიატოვა "რესპუბლიკური პარტია" , რაც გარკვეულწილად, მათი სურვილიც იყო. როგორც თავად ამბობდნენ,  ძალების დამოუკიდებლად გამოცდა ძალიან უნდოდათ", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 

კვაჭანტირაძის თქმით, „რესპუბლიკური პარტია" აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს.


„ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურება იყო ის, რომ "რესპუბლიკური პარტია" აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება. ვგულისხმობ იმას, რომ ეს პარტია პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციაში შემოვიდა. წლის განმავლობაში, ერთმანეთთან თანამშრომლობაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით და შესაძლოა, დადგეს ის მომენტი, როცა გარკვეულ საკითხებზე, მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთის მოძიება მართლა დაგვჭირდება", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

"ივანიშვილისადმი ნდობა დაწეულია. ამიტომ, არ მგონია, რომ მისი გამოჩენა სერიოზულად აამაღლებს "ქართული ოცნების" ავტორიტეტს" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner