logo_geo
eng_logo
ეროვნული სკრინინგ ცენტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) ახალ პროექტს ახორციელებს
- +

25 აპრილი. 2023. 17:05

 

 

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს პროექტის - „დიაგნოსტიკური სერვისების გაძლიერება ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის“ ფარგლებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა მისია ეწვია.

 

უცხოელმა ექსპერტებმა - კარმინა ველასკომ, ოლივიერ პელეტმა და ოლივერა ბჯელაკმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ძუძუს სტერეოტაქსიული ბიოფსიის აპარატის მიღებისა და განთავსების მზაობა ადგილზე შეაფასეს. მათი ვიზიტის მიზანი კიბოს სკრინინგულ კვლევაში თანამედროვე სისტემის (PACs) დანერგვა და ცენტრის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობაა.

 

სტუმრებს სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა, თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით, რათა ადგილზე გავეცნოთ სკრინინგ ცენტრის მუშაობას. მხარდაჭერას გამოვხატავთ ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამისადმი. მზად ვართ, ყველა ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ტექნიკური ასპექტების გამართვისკენ. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ დიდი წარმატება გვექნება. სადაც არის ატომური ენერგიის საერთაშორიოს სააგენტო, იქ იგულისხმება ტექნიკური, ექსპერტული და სამეცნიერო პროგრამები და ეს ყველაფერი ეროვნული სკრინინგ ცენტრის გუნდთან ერთად განხორციელდება“, - განაცხადა ოლივიერ პელეტმა.

 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი დაათვალიერეს, ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასეს და სკრინინგ ცენტრს განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner