logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ტყუილია, რომ სოციალურ დახმარებას მილიონი ადამიანი საჭიროებს
- +

1 სექტემბერი. 2016. 22:51



2030 უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყნის ბიუჯეტი არნახულად სოციალური გახდა.


"ყველას ვეხვეწები, ამის საწინააღმდეგო ერთი ცოცხალი არგუმენტი მაინც დადოს. ის, რასაც ერთ-ერთი ახალგამოჩეკილი პარტიის ლიდერი, პაატა ბურჭულაძე ბრძანებდა, რომ სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობას მილიონამდე გაზრდის, აბსურდია. ყველა ხელისუფლების დანიშნულებაა, ამ ადამიანების რიცხვი, რაც შეიძლება შეამციროს.  ტყუილია განცხადება, რომ სოციალურ დახმარებას მილიონი ადამიანი საჭიროებს. იმ ფენას, რომელსაც სოციალური დახმარება რეალურად სჭირდებოდა, დახმარებები გაეზარდა. ხელისუფლებამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა და ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარებები ათჯერ და კიდევ უფრო მეტად გაზარდა", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 

უმრავლესობის ლიდერის  თქმით „ქართულმა ოცნებამ" ოთხი წლის განმავლობაში საკმაო პოლიტიკური რესურსი დააგროვა.


„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებული არჩევნების დროს, როცა შედეგები გაგვიყალბეს, ხელისუფლებაში მინიმუმ, 55%-ით მოვედით. ეს მაშინ, როცა "ქართული ოცნება" ხალხს გამოცდილი ჯერ კიდევ არ ჰყავდა და დარწმუნებული ვარ, 4 წლის განმავლობაში იმხელა პოლიტიკური რესურსი ნამდვილად დავაგროვეთ, რომ ამომრჩევლის კიდევ უფრო მეტი ნდობა დაგვემსახურებინა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა ზოგიერთ ოლქში „ქართული ოცნება" მეორე ტურს ელოდება.

ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურს ველოდებით, რაც ჩვენთვის სასურველი არ არის, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე ოლქში დაგვჭირდეს. არ მგონია, ეს რამე ცუდის მანიშნებელი იყოს; პირიქით, ძალიან მაღალი დონის დემოკრატიის მანიშნებელია. ჩვენი გამარჯვების ნიშნულს დღეს გაცილებით უფრო ოპტიმისტურად ვუყურებთ, ვიდრე - 5-6 თვის წინ. "ქართული ოცნების" გამარჯვებაში ეჭვი ოპონენტებსაც არ ეპარებათ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner