logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებზე ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ, ხმამაღლა აღიარებენ, რომ შარშანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო შეცდომა და საქართველოსთვის უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი
- +

25 აპრილი. 2023. 18:03

 

 

“ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებზე ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირდაპირ, ხმამაღლა აღიარებენ, რომ შარშანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო შეცდომა და საქართველოსთვის უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი”, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები - დეკემბრის ანგარიშმა დაადასტურა და, ფაქტობრივად, ევროკავშირმა თვითონვე აღიარა, რომ ეს იყო შეცდომა. მეტსაც გეტყვით - ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებზე ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირდაპირ, ხმამაღლა აღიარებენ, რომ შარშანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო შეცდომა და საქართველოსთვის უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, როდესაც გვაქვს ის მწარე გამოცდილება და მაგალითი, რაც შარშან მოხდა, რა თქმა უნდა, არსებობს თეორიული მოცემულობა, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. შარშანაც არანაირი მიზეზი არ არსებობდა, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ერთზე, რომ 12-პუნქტიანი გეგმა სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტით იქნება შესრულებული. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებულია და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი შეფასებებია იმაზე, რაც უკვე განხორციელდა და შესრულდა. ორ მიმართულებაზე გვაქვს პროცესი ბოლომდე მისაყვანი, სადაც ნაწილობრივ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზეც ვართ დამოკიდებულები. როდესაც ჩვენ გეგმას სრულფასოვნად შევასრულებთ, უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს დამოკიდებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე“, - აცხადებს მიქანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner