logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყოს მომწიფებული აზრი საქართველოს მოლოდინზე, რომ ევროკავშირი მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
- +

25 აპრილი. 2023. 18:20

 

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრაღაში ორმხრივი შეხვედრებისას ევროკავშირის გაფართოების თემასთან დაკავშირებით იყო საკმაოდ გულახდილი საუბრები.

 

„გვქონდა საკმაოდ გულახდილი საუბარი იმ თემებზე, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოების თემას, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ასევე ზოგადად, გამოცდილებას, რაც კანდიდატ ქვეყნებს აქვთ იმ პროცესში, რაც უკავშირდება მათ ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შეიძლება, საქართველომ გაიზიაროს.

 

ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მოლოდინებზე, თუ რას ელოდება საქართველო დეკემბერში, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ განიხილავენ გაფართოების საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ წრეებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყოს მომწიფებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოლოდინი არის ის, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას და მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner