logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი IRI-ის კვლევაზე: მუდმივად ცდილობენ წელიწადში რამდენჯერმე შეირცხვინონ თავი ასეთი კვლევებით
- +

25 აპრილი. 2023. 18:39

 

 

მუდმივად ცდილობენ წელიწადში რამდენჯერმე შეირცხვინონ თავი ასეთი კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, 2024 წელს თუ იქნა არჩევნები, გარკვეული შანსები გამარჯვების გააჩნია კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილი, ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, მერაბიშვილი და ასეთი სუბიექტებისაგან. გაიმარჯვებს და ასეთი კოალიციური მმართველობა შედგება იმ კანონის მიხედვით, რომელიც შექმნა და რომლის ავტორი და მიმღები არის „ქართული ოცნება“, ელექტრონული არჩევნებით და პროპორციული სისტემით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„გარდა ამისა ამბობს, რომ სასამართლოს არ ენდობა გაცილებით მეტი, ვიდრე ენდობა და ამავე დროს მხოლოდ ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას. რაღაც აერიათ მგონი იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებსა და მონაცემებს წერდნენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner