„ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი IRI-ის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ეხმაურება და მას სუბიექტურს უწოდებს.
„სახალისოა ეს კვლევა, შეიძლება ასეც დავარქვათ, იმიტომ, რომ იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ ამ პარტიის პოლიტიკურ გარდაცვალებას თავად „ნაცმოძრაობის“ ლიდერებიც კი აღიარებენ, 6%-დან 14%-მდე ამ პარტიის რეიტინგის აწევა რამ განაპირობა, ძალიან საინტერესოა. კვლევაში არის აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომა. IRI-ის პირდაპირი მიზანია, რომ უნდა „ნაცმოძრაობა“ იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს აქვეყნებს.