„IRI-ს კვლევა ფაქტებს არ ეფუძნება, ეს არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააცოცხლებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეტყობა, „გირჩის“ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა. ეს არის კვლევა, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს, არამედ არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს „ნაციონალურ მოძრაობას“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს აქვეყნებს.