logo_geo
eng_logo
კარაკასში ვენესუელას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო მარში მიმდინარეობს
- +

1 სექტემბერი. 2016. 23:08



კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო მარში მიმდინარეობს.


ისინი პრეზიდენტს ქვეყნის ღრმა ეკონომიკური კრიზისის გამო ადანაშაულებენ, ასევე, მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კომისია მიზანმიმართულად აჭიანურებს რეფერენდუმს, რომელიც ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაში ყოფნის ვადებს შეამცირებდა.


ხელისუფლება ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. პარალელურ მრავალრიცხოვან აქციას აწყობენ პრეზიდენტის მომხრეებიც.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner