კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო მარში მიმდინარეობს.
ისინი პრეზიდენტს ქვეყნის ღრმა ეკონომიკური კრიზისის გამო ადანაშაულებენ, ასევე, მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კომისია მიზანმიმართულად აჭიანურებს რეფერენდუმს, რომელიც ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაში ყოფნის ვადებს შეამცირებდა.
ხელისუფლება ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. პარალელურ მრავალრიცხოვან აქციას აწყობენ პრეზიდენტის მომხრეებიც.