logo_geo
eng_logo
შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
- +

25 აპრილი. 2023. 19:39

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

„მათი საქმიანობა ჩვენს ტერიტორიაზე შეუთავსებელი იყო დიპლომატის სტატუსთან“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სამშაბათს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი და მას განუცხადეს, რომ საელჩოს ხუთმა თანამშრომელმა უნდა დატოვოს ქვეყანა, რადგან მათი საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner