უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის სრულად განადგურებისთვის მას შემდეგ, რაც კუპიანსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო10 - დაშავდა.
„ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინა სრულად გაანადგუროს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთი წამით დავივიწყოთ ეს. რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მართმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.