logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები
- +

25 აპრილი. 2023. 20:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან.

„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

right_banner right_banner
არქივი
right_banner