logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მაღალი დონის ვიზიტი
- +

25 აპრილი. 2023. 20:17

"პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მაღალი დონის ვიზიტი," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლება აქტიურია ყველა პლატფორმაზე.

„ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა საქართველოს პროგრესი რეკომენდაციების შესრულებაზე მაქსიმალურად მივიტანოთ პარტნიორებამდე და არ დარჩეს რაიმე საკითხი, რაც ხელს შეუშლის ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მაღალი დონის ვიზიტი. ოპოზიცია კი იყო ჩვეულ სტილში, როდესაც ჯერ სწყინს და შემდეგ იწყებს თავდასხმას საქართველოს საგარეო წარმატებებთან თუ საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში. თავისთავად, ოპოზიციას რომ უხარია რომ თითქოს პრემიერს ვინმე არ შეხვდა, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზია და ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, ამ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს დღის წესრიგი“, - აღნიშნა დეპუტატმა.

თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გააუქმა.

„რაც შეეხება თავად ამ ფაქტს, ეს არის ტყუილი. ტყუილია რომ რაიმე პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი ბრიუსელში და ბატონმა მიშელმა პრესკონფერენცია გააუქმა. ეს არის რადიკალურ ოპოზიციის დიაგნოზი და კარგად აჩვენებს, თუ რამდენად გულშემატკივრობენ რადიკალურ ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანას“, - აცხადებს თალაკვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner