logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მაღალი დონის ვიზიტი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლება აქტიურია ყველა პლატფორმაზე. „ვაკეთებთ მაქსიმუმს, რ
- +

25 აპრილი. 2023. 20:36

"ეს არის მცდელობა, რომ მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება გადაიტანონ პოლიტიკურ ეპატაჟზე, სკანდალზე, რომელიც სჭირდებათ საკუთარი ცარიელი დღის წესრიგის შესავსებად," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გააუქმა.

„მინდა გავიხსენო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინა ვიზიტი ბრიუსელში. მაშინაც გამოვიდნენ და გაავრცელეს სიცრუე, რომ თითქოს ნატოს გენმდივანი არ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ერთ საათში ვნახეთ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. ახლაც მსგავსი ინფორმაცია გაავრცელეს. ეს არის მცდელობა, რომ მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება გადაიტანონ პოლიტიკურ ეპატაჟზე, სკანდალზე, რომელიც სჭირდებათ საკუთარი ცარიელი დღის წესრიგის შესავსებად. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალური ოპოზიცია გვყავს პარლამენტში და ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024-ში ამ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეები გადააფასებენ და უფრო საქმიან, შედეგზე ორიენტირებულ ოპოზიციურ პარტიებს დაუჭერენ მხარს პარლამენტში შესასვლელად“, - აცხადებს თალაკვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner