logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: კელი დეგნანმა პოლიტიკური მართვის სადავეები სრულად აიღო ხელში და საერთოდ გამოვიდა დიპლომატიური ჩარჩოდან - მისი ყველა განცხადება ყოველგვარ ზღვარს სცილდება და არის არა დიპლომატის, არამედ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის
- +

25 აპრილი. 2023. 20:38

„არა მხოლოდ „ნაცმოძრაობაა“ მართვით სუნთქვაზე, არამედ მთელი ოპოზიცია,“ - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ დასუსტება იყო უცხოეთის, კონკრეტულად დასავლეთის მიზანი, რადგან მას აქვს ნეგატიური იმიჯი საქართველოს მოსახლეობაში, ამიტომ, „ნაცმოძრაობას“ ლიდერები „ლელოში“ გადაიყვანეს.

„ძალიან მძიმე პროცესს გადის ოპოზიცია საქართველოში, რომელსაც არ ჰყავს პოლიტიკური ლიდერი. საერთოდ არ ვსაუბრობ ხაბეიშვილზე, რომელიც ახლოსაც ვერ მივა პოლიტიკურ ლიდერობასთან. ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი დღეს არის აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, რომელმაც მართვის სადავეები სრულად აიღო ხელში და საერთოდ გამოვიდა დიპლომატიური ჩარჩოდან. ის მთლიანად პოლიტიკოსი გახდა და მისი ყველა განცხადება, რასაც ამბობს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება და არის არა დიპლომატის, არამედ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის. მის განცხადებებში ღიად ჩანს დირექტივები ოპოზიციის თუ ხელისუფლების მიმართ და ა.შ. ხანდახან არა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერობას ცდილობს აშშ-ის ელჩი, არამედ - მთლიანად საქართველოსი. ერთია რა სურს მას და მეორე - ვინ აძლევს მას მართვის სადავეებს. მას მართვის სადავეებს მხოლოდ ქართული ოპოზიცია აძლევს და ის ძალიან კარგად ითავსებს ამ ლიდერობას.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ და ხაბეიშვილი-მელიას გაყოფას, ამ პარტიის დასუსტება იყო უცხოეთის მიზანი, კონკრეტულად კი - დასავლეთის. რატომ? „ნაცმოძრაობას“ აქვს ნეგატიური იმიჯი საქართველოს მოსახლეობაში. იმ პარტიით გამარჯვების მოპოვება, რომელსაც მკვლელის სახელი აქვს, ძალიან ძნელია. ამიტომ, „ნაცმოძრაობას“ თავმჯდომარედ დაუტოვეს ხაბეიშვილი, რომელიც გონიერებასთან, დიპლომატიასთან, აზროვნებასთან, განათლებასთან ძალიან შორს დგას და დანარჩენი ლიდერები „ლელოში“ გადაიყვანეს. კიდევ ბევრს გადაიყვანენ. ფაქტობრივად, „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგია. ის განახლებული „ნაცმოძრაობა“ გახდა. მათი სტრატეგიაა, რომ ხალხი მოატყუონ, თითქოს „ლელო“ არის ახალი პოლიტიკური სუბიექტი და ახალი პოლიტიკა, ის, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა. ამ დროს, „ლელოს“ ლიდერებს ნელ-ნელა აპარებენ ოდიოზურ სახეებს, რომლებიც იყვნენ არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგები, არამედ იმ სისხლიანი მმართველობის დავალებების შემსრულებლებიც“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner