logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვახსოვს წარსულის მძიმე მოვლენები, ოკუპაცია გრძელდება. ვართ მომავალზე ორიენტირებული და ევროპიდან გვჭირდება მტკიცე მხარდაჭერა, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი
- +

25 აპრილი. 2023. 20:58

"ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა ასამბლეაზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს. მან არაერთხელ ახსენა საქართველო და ხაზი გაუსვა ოკუპაციასთან დაკავშირებულ თემას, რუსეთის აგრესიას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მან ცალსახად თქვა, რომ რეაქცია მაშინ არ იყო საკმარისი რუსეთის შესაკავებლად, საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დასაცავად," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს კი უკავშირდება აგრესიის გაგრძელებას ყირიმში და ახლა მიმდინარეობს ომი უკრაინაში. სულ უფრო მეტად ესმით ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ ეს არ არის ერთიანი ევროპული უსაფრთხოების ნაწილი და საქართველოს დაცვა, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა უკავშირდება ევროპას. მისასალმებელია, რომ ეს არგუმენტაცია, ეს აღქმა საკმაოდ დიდი კონსენსუსითაა ევროპაში. რეიკიავიკის სამიტზეც საქართველოს თემა აქტიურად გაჟღერდება. ჩვენ გვახსოვს წარსულის მძიმე მოვლენები. ოკუპაცია გრძელდება. ვართ მომავალზე ორიენტირებული და ევროპიდან გვჭირდება მტკიცე მხარდაჭერა, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი და საქართველო არ დარჩეს მარტო, ევროკავშირის ჩარჩოს მიღმა რთულ რეგიონში და რისკების ფონზე“, - აცხადებს თალაკვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner