logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით გამოხმაურებებში პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი, სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად იგონებენ ასეთ დეზინფორმაციას
- +

25 აპრილი. 2023. 21:26

"გაკეთებულია ოფიციალური განცხადება როგორც შარლ მიშელის ოფისიდან, ასევე ჩვენი მხრიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა,"– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციას იგონებენ და შემდეგ ამ ინფორმაციების უარყოფა უწევთ.

„პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში უმაღლესი დონის ვიზიტი აქვს, რაც ითვალისწინებს შეხვედრებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. თქვენ უკვე ნახეთ მნიშვნელოვანი გამოხმაურებები, სადაც პოზიტიურად ფასდება საქართველოს პროგრესი. სწორედ ამ პროგრესის გადასაფარად იგონებენ ასეთ დეზინფორმაციას. უახლოეს ისტორიას გადავავლოთ თვალი და დავინახავთ, რომ სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციებს იგონებენ და შემდეგ ამ ინფორმაციების უარყოფა უწევთ. ოფიციალური განცხადებაა გაკეთებული როგორც შარლ მიშელის ოფისიდან, ასევე ჩვენი მხრიდან, რომ ასეთი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ ყოფილა. დაგეგმილი იყო ნატოს გენერალურ მდივანთან, რაც პოზიტიურად შეფასდა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner