logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების საკითხი პირადად მე ძალიან მაწუხებს და ამ თემას არ ვუყურებ მხოლოდ როგორც პარლამენტის წევრის გადმოსახედიდან, არამედ ვუყურებ, როგორც შშმ ადამიანი
- +

25 აპრილი. 2023. 22:34

ეს არის თემა, რომელიც პირადად მე ძალიან მაწუხებს და ამ საკითხს არ ვუყურებ მხოლოდ როგორც პარლამენტის წევრის გადმოსახედიდან, არამედ ვუყურებ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ჩვენ ვალდებულება გაგვაჩნია, რომ ნებისმიერი ის სერვისი მივაწოდოთ, რომელიც მათთვის არის საჭირო.

მსგავს საკითხებზე პოლიტიკური სარჩულის შემოტანა ერთ-ერთი ყველაზე უღირსი და მიუღებელი საქციელია“, - აცხადებს დეპუტატი.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი მეშვიდე დღეა გრძელდება. მშობლების მოთხოვნა უცვლელია - ისინი აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანასა და მედიკამენტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას ითხოვენ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, უწყება მზად არის მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წამლის უსაფრთხოება დადასტურდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner