ლიეტუვის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც აკანონებს საზღვარზე არალეგალი მიგრანტების უკან დაბრუნებას საგანგებო სიტუაციის ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ინფორმაციას ამის შესახებ EURACTIV-ი ავრცელებს.
„სახელმწიფო საზღვრისა და დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 20-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ცვლილებები აძლიერებს საზღვარზე მიგრანტების უკან დაბრუნების არსებულ პრაქტიკას.
აღნიშნულმა ცვლილებებმა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ კაანონი ლეგიტიმაციას აძლევს გაძევებას - პრაქტიკას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ორგანიზაცია Amnesty International-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ კანონი „წამებას მწვანე შუქს უნთებს“.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილებები მკაფიოდ განასხვავებს ბუნებრივ მიგრაციასა და ბელარუსის რეჟიმის მიერ ხელშეწყობილ ინსტრუმენტალიზებულ მიგრაციას და რომ კანონმდებლობა აუცილებელია ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.
კანონპროექტის თანახმად, მიგრანტების უკან დაბრუნების შესახებ დებულება ინდივიდუალურად გავრცელდება თითოეულ უცხოელზე და არ გავრცელდება გარკვეულ შემთხვევებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლიეტუვის ტერიტორიაზე შესვლა ან ჰუმანიტარული წვდომას უცხოელებისთვის, რომლებიც გაურბიან სამხედრო აგრესიას ან დევნას.