logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა, არის სიცრუე, დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა
- +

25 აპრილი. 2023. 23:53

 

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა არის სიცრუე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებები არც პროგრამით იყო გათვალისწინებული, არც ანონსში იყო აღნიშნული," - ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.

„აღნიშნული ცრუ ინფორმაცია ასევე უარყო შარლ მიშელის პრესსამსახურმა და განაცხადა, რომ "არანაირი გეგმა არ ყოფილა ევ­როპული ­საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი არც პროგ­რა­მით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით".

წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული ერთობლივი განცხადებები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ინფორმაცია ამის შესახებ იყო განთავსებული ნატო-ს გვერდზე. ინფორმაცია შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე არ ყოფილა გავრცელებული არც მთავრობის ადმინისტრაციის, არც ევროპული საბჭოს მიერ. ეს არის დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა“, - წერს გიორგობიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner