"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმდა არის სიცრუე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებები არც პროგრამით იყო გათვალისწინებული, არც ანონსში იყო აღნიშნული," - ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს.
„აღნიშნული ცრუ ინფორმაცია ასევე უარყო შარლ მიშელის პრესსამსახურმა და განაცხადა, რომ "არანაირი გეგმა არ ყოფილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი განცხადებები არც პროგრამით იყო გათვალისწინებული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით".
წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული ერთობლივი განცხადებები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ინფორმაცია ამის შესახებ იყო განთავსებული ნატო-ს გვერდზე. ინფორმაცია შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე არ ყოფილა გავრცელებული არც მთავრობის ადმინისტრაციის, არც ევროპული საბჭოს მიერ. ეს არის დეზინფორმაცია და პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტის გადაფარვის მცდელობა“, - წერს გიორგობიანი.