ხვალ, 2 სექტემბერს, 11:00 საათზე, გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე იუნკერთა ბატალიონის IV კურსის და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი მიულოცავენ.