logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე სასესიო კვირას უზრუნველვყოთ ის, რომ მაისში რეიკიავიკში ისეთი დოკუმენტი მივიღოთ, სადაც ასახული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები
- +

26 აპრილი. 2023. 10:40

 

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე სასესიო კვირას უზრუნველვყოთ ის, რომ მაისში რეიკიავიკში ისეთი დოკუმენტი მივიღოთ, სადაც ასახული იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ეს არის დეოკუპაციის საკითხი. ამ მიზნით პარტნიორ დელეგაციებთან გვაქვს მუშაობა. მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ დოკუმენტი იქნება ისეთი, რომელიც რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს დეოკუპაციისკენ და მასში ასახული იქნება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

რეიკიავიკის სამიტზე უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე იმსჯელებენ, რომლის წინაშეც დღეს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები დგას. სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე გამართული დებატების დროს, საუბარი იყო სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტზეც, სადაც საქართველო მკაფიო მხარდამჭერ გზავნილს ელოდება.

 

დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ უსაფრთხოებასთან ერთად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსის მიღება 2023 წელს და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით - საქართველოს მხარდაჭერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner