logo_geo
eng_logo
ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
- +

17 თებერვალი. 2016. 10:50


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პროკურატურა 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეს იძიებს. 61 წლის სარკოზის გუშინ მთელი დღის განმავლობაში მაგისტრატთა სასამართლო დაჰკითხავდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ იგი გამოძიების ინტერესი გახდა. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, ნიკოლა სარკოზი ეჭვმიტანილად ითვლება, თუმცა მისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.



სამი წლის წინ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარკოზიმ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იმაზე მეტი რაოდენობის თანხა გამოიყენა, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ჯარიმა იმ პარტიას უნდა გადაეხადა, რომელმაც მაშინ სარკოზი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ახლანდელი საქმე კი ეხება იმას, რომ ჯარიმა არა პარტიას, არამედ საკოზის უნდა გადაეხადა.




ნიკოლა სარკოზი „საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის" ხელმძღვანელია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაწყებულმა გამოძიებამ შესაძლოა, 2017 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნიკოლა სარკოზის გეგმები ჩაშალოს.


ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-დან 2012 წლამდე იკავებდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner