ქალაქ კასპის ფეხბურთის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის #1, #2 და #3 საჯარო სკოლებს შორის რაგბში ფესტივალი ჩატარდა.
მეხუთე - მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის ჯერ სწავლება - ვარჯიში გაიმართა, შემდეგ კი ამხანაგური თამაში.
თამაშის დასრულების შემდეგ ყველაზე აქტიური მორაგბეები რაგბის ბურთებით, ხოლო ყველა გუნდი თასებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამის მიზანია, სკოლის მოსწავლეთა შორის რაგბის განვითარების პროგრამა – „ჩაერთე რაგბიში“ (Get Into Rugby) მონაწილეობა, მასში მონაწილე ბავშვებმა აღმოაჩინონ და გაითავისონ რაგბის ფასეულობები და ძირითადი პრინციპები, შეისწავლონ რაგბისთვის საჭირო არსებითი უნარები.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასული წლის სექტემბერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.