logo_geo
eng_logo
იუნა შაფათავა: მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და ამის ხმამაღლა თქმის არ მეშინია!
- +

2 სექტემბერი. 2016. 00:04



იუნა შაფათავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე, რომელმაც საკუთარ თანაგუნდელებსაც კი უღალატა და მაშინ, როცა მისი ჯარისკაცები - ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ციხეში სხედან, სააკაშვილს ერთხელაც არ მოუხდია მათთვის ბოდიში.


„მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და ამის ხმამაღლა თქმის არ მეშინია! თავისუფალი მოქალაქის სტატუსი მაძლევს უფლებას, რომ ეს ვთქვა! ჩემი ნატანჯი, ნაწამები, მოკლული მეგობრები მაძლევენ უფლებას, რომ სააკაშვილს კრიმინალი ვუწოდო!

 

გარდა ამისა, მიშა არის ტიპური მოღალატე, რომელმაც საკუთარი თანაგუნდელებიც კი გაყიდა! ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ციხეში სხედან, სააკაშვილი კი გაპარპაშებულია და ერთხელაც არ უთქვამს -  თანაგუნდელებო, მაპატიეთ!

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და დიპლომატიაში არსებობს ასეთი დილემა - ვინ არის დამნაშავე, ჯარისკაცი, რომელიც უკანონო ბრძანებას ასრულებს, თუ მთავარსარდალი, რომელიც ამ ბრძანებას გასცემს?!

 

მიშას ჯარისკაცები - ვანო და გიგი ციხეში სხედან, მთავარსარდალი კი დანავარდობს და უკრაინაში კრიმინალურ ქმედებებს სჩადის!

 

სააკაშვილმა საქართველოში რაც გააკეთა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღალატი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ნაციონალებმა რამდენიც უნდა იყვირონ, მიშა არის კრიმინალი!" - აცხადებს იუნა შაფათავა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner