logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე დღეს შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ, გაზიარებული იქნება ინფორმაცია 12 პუნქტთან დაკავშირებით
- +

26 აპრილი. 2023. 15:00

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი გივი მიქანაძის ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე საქართველოს საკითხებზე დღეს მომხსენებლებს შეხვდებიან.

 

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ინფორმაცია იქნება გაზიარებული ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, სადაც ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კობახიძე შეხვდებიან მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც პერიოდულად საქართველოზე ანგარიშს ამზადებენ. შეხვედრაზე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან. კერძოდ, საუბარი იქნება პროგრესზე, რომელიც მათი თბილისში ვიზიტის შემდეგ იყო მიღწეული.

 

დეოლიგარქიზაციასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები არის მყარი, გამართული და რაც მთავარია, არგუმენტირებული. ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან მათ ინფორმაცია მიეწოდებათ პირველი წყაროდან. იქნება არა მხოლოდ განცხადებები, რასაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ ფაქტები და არგუმენტები. ამიტომ, შეხვედრიდან პოზიტიურ გამოხმაურებას ველოდებით. ეს მეტ სიცხადეს შემოიტანს პროცესში, რაც დაკავშირებულია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner