logo_geo
eng_logo
დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში ნიკოლოზ სამხარაძის მოსმენა გაიმართა
- +

26 აპრილი. 2023. 16:25

 

 

დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა  საკითხზე.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და  ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

 

დანიის პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რუსული ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები, სომხეთ - აზერბაიჯანის კონფლიქტი და საქართველოს სამშვიდობო როლი.

 

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საჭიროებას, საქართველოსა და დანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის როლს.

 

საქართველოს შესახებ მოსმენა ამჯერად  დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა. კომიტეტის წევრებს მივაწოდეთ ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესზე, რუსულ ოკუპაციაზე და მის მძიმე შედეგებზე, საქართველოს სამშვიდობო როლზე რეგიონში. საუბარი ასევე შეეხო მოახლოებულ NATO-სამიტს და საქართველოს მოლოდინს ალიანსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის დამყარებისთვის, რაც საბოლოოდ უნდა დაგვირგვინდეს NATO-წევრობით. ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია თითოეული წევრი ქვეყნის მხარდაჭერა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დანიელ დეპუტატებს ჰქონდეთ ობიექტური ხედვა საქართველოს წინსვლასა და გამოწვევებზე. დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის დელეგაცია უახლოეს მომავალში თბილისს ეწვევა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner