27 აპრილს, 13:00 საათზე, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა სპორტული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელ ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს.
პროგრამა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად ხორციელდება და პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება. პროგრამა მოიცავს 18 წლამდე ბენეფიციარების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება-სკრინინგს.
მემორანდუმის ფარგლებში, ორივე სპორტული ცენტრის - ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ და ა(ა)იპ „ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ 500 ბენეფიციარი 26 აპრილიდან 5 ივნისამდე პერიოდში გაივლიან სამედიცინო შემოწმებას მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსებში.
კომპლექსური სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ.
პროექტის წარმატებით განხორციელების შემდგომ შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, იგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით.
მისამართი: სპორტკაფე „ტრიბუნა“, თარხნიშვილის ქ. N2;
28 აპრილი, 12:00 საათი - ტელევიზიების წარმომადგენლების სტუმრობა პროგრამის განხორციელების ადგილზე.
მისამართი: მუხიანის IV მიკრორაიონი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი;
საკონტაქტო პირი: 593 61 66 70