თბილისი, 1 სექტემბერი 2016 - 2017 წელს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოს ეწვევა.
ქ.პოტსდამში მიმდინარე ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან.
სებასტიან კურცმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში 2017 წლის იანვარში საქართველოს ეწვიოს. მინისტრებმა განიხილეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.