logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
- +

2 სექტემბერი. 2016. 00:05



თბილისი, 1 სექტემბერი 2016 - 2017 წელს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოს ეწვევა.


ქ.პოტსდამში მიმდინარე ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან.


სებასტიან კურცმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში 2017 წლის იანვარში საქართველოს ეწვიოს.  მინისტრებმა განიხილეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner