logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე დანიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა
- +

26 აპრილი. 2023. 18:28

 

 

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე დანიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანს კრისტიან შმიტს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საკომიტეტო მუშაობის სპეციფიკაზე, ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე.

 

ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საკანონმდებლო და სხვა მრავალი მიმართულებით. ასევე, განიხილეს დანიაში კულტურის კომიტეტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის ასპექტები.

 

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner