logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან შეხვედრაზე მიმდინარე პროცესებთან ერთად განვიხილეთ მათი მოხსენება, რომელზეც ჩვენ კრიტიკული შენიშვნები გვქონდა - მთლიანობაში შეხვედრა საქმიანი და მეგობრული იყო
- +

26 აპრილი. 2023. 19:42

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საუბარი გვქონდა მიმდინარე პროცესებზე, მათ გავაცანი ინფორმაცია იმ პროგრესზე, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ასევე განვიხილეთ მათ მიერ გაკეთებული განცხადება. ჩვენ გვქონდა კრიტიკული შენიშვნები მათ მოხსენებაზე, მათ განცხადებაზე. ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. მთლიანობაში გვქონდა ძალიან საქმიანი და მეგობრული შეხვედრა, სადაც ყველა დეტალი განვიხილეთ. მათ ვაცნობეთ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და მათი მხრიდან დასკვნას ველოდებით. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ერთდროულად ვაპირებთ როგორც სისტემურ ცვლილებების მიღებას, ასევე პერსონალურს. ანუ, გაგრძელდება სისტემური რეფორმები და მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს. მათ მოიწონეს ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გაგზავნა. გვითხრეს, რომ დაელოდებიან ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნას და შემდეგ იქნება დისკუსიის საშუალება. დეტალურად ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმაზე და მათ ყველა დეტალი გავუზიარეთ. საბოლოო პაკეტებზე ერთად ვიმსჯელებთ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner